ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შაკო კუჭაშვილი "ვოლტის" რეკლამაში Kordz-ის​ მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი "სიფათი" სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

სამოქალაქო აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა კომპანია "ვოლტის" მიერ ახალ სარეკლამო კამპანიაში DJ კორძის მონაწილეობა გააკრიტიკა. კუჭაშვილის განცხადებით, პერსონაჟი სიძულვილის ენის გენერატორია და კომპანია, რომელიც მას პლატფორმას უთმობს, ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს. კუჭაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბაია პატარაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ რეკლამის მხარდაჭერა პოლიტიკური შუღლის გაღვივების ეჭვებს აძლიერებს.

შაკო კუჭაშვილი "ვოლტის" რეკლამაში Kordz-ის​ მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი "სიფათი" სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
შაკო კუჭაშვილი "ვოლტის" რეკლამაში Kordz-ის​ მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი "სიფათი" სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებსრუსთავი 2

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, კომპანია "ვოლტის" რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.

კუჭაშვილი სვამს კითხვას, კომპანია „ვოლტი“ აღნიშნული ქმედებით თავად ხომ არ ხდება პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე, რასთან დაკავშირებით ეჭვებს ბაია პატარაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის აქტიური მხარდაჭერა კიდევ ურო აძლიერებს.

"კომპანია "ვოლტი" საკუთარ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. რეკლამის შინაარსი და მარკეტინგული სვლები, ერთი შეხედვით, უწყინრად გამოიყურება, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო რეკლამის მთავარ პერსონაჟზე - "DJ კორძიზე".

ეს ადამიანი თავისი მარაზმატიკული ე.წ. სიმღერით სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი გენერატორია.

კაცი საკუთარ სიმღერაში საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფდა, ამას აბრენდებდა და ამ გზით ქვეყანაში პოლიტიკურ შუღლს ახალისებდა.

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს!

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია: ამ ადამიანისთვის ფულის გადახდითა და მისი სიფათის გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე?

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური "საფორთი" ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს", - წერს შაკო კუჭაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“
შაკო კუჭაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.