ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით

ტელეიმედი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რამაც არსებითად შეცვალა პატიმრების უფლებებისა და ღირსების დაცვის სტანდარტები. მისი თქმით, სისტემაში მოგვარებულია გადატვირთულობის პრობლემა და ინფრასტრუქტურა მუდმივად უმჯობესდება.

პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისითრუსთავი 2

"2012 წლიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების მიმართულებით. ორიოდე წლის წინ დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი, არაერთი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პენიტენციური სისტემა იცავს მსჯავრდებულების, ბრალდებულების უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ღირსებას. ამ რეფორმების შედეგია ის, რომ არაერთი პროგრამა მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბევრი ადამიანი დღეს პროფესიით გამოდის სასჯელაღსრულების ადგილებიდან. არსებითად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრის მიმართ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზეც ისაუბრა:

"გახსოვთ, რა ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე, სადაც 5-კაციან საკანში შეიძლება 50-60 და 100 ადამიანიც ყოფილიყო და მათ რიგ-რიგობით უწევდათ მოსვენება. დღეის მდგომარეობით, როცა გადატვირთულობაზე ვსაუბრობთ, ფაქტიურად, არ ვცდებით საერთო ლიმიტს... არის სულ 3 დაწესებულება, სადაც მცირედ ვცდებით ვროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ლიმიტის რაოდენობას. მთავრი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუდმივად ვაუმჯობესებთ. ახლახან დავასრულეთ პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ქალაქ რუსთავში, დაახლოებით 150 ადამიანზე", - განაცხადა მან.

პაატა სალიამ იმ რეფორმების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა:

"2012 წლიდან დღემდე პერიოდში ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, ძალიან დიდი ცვლილებები განხორციელდა და დღეს საუბარია ერთეულ შემთხვევებზე მაშინ, როდესაც ათასობით შემთხვევა იყო. ამის დასტური არის თუნდაც საქმეების ის რაოდენობა, რაც იგზავნებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე არცერთი საჩივარი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით... ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გამოსწორდა და ეს არის მუდმივი პროცესი.

ვერავინ იტყვის მსოფლიოს ვერცერთ ქვეყნაში, რომ პენიტენციური სისტემა, ან რომელიმე სხვა სისტემა, არის იდეალური და მას არ სჭირდება რეფორმირება. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაცილებით წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით", - აღნიშნა სალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2012 წლიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების მიმართულებით. ორიოდე წლის წინ დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი, არაერთი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პენიტენციური სისტემა იცავს მსჯავრდებულების, ბრალდებულების უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ღირსებას. ამ რეფორმების შედეგია ის, რომ არაერთი პროგრამა მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბევრი ადამიანი დღეს პროფესიით გამოდის სასჯელაღსრულების ადგილებიდან. არსებითად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრის მიმართ“
პაატა სალია
„გახსოვთ, რა ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე, სადაც 5-კაციან საკანში შეიძლება 50-60 და 100 ადამიანიც ყოფილიყო და მათ რიგ-რიგობით უწევდათ მოსვენება. დღეის მდგომარეობით, როცა გადატვირთულობაზე ვსაუბრობთ, ფაქტიურად, არ ვცდებით საერთო ლიმიტს... არის სულ 3 დაწესებულება, სადაც მცირედ ვცდებით ვროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ლიმიტის რაოდენობას. მთავრი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუდმივად ვაუმჯობესებთ. ახლახან დავასრულეთ პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ქალაქ რუსთავში, დაახლოებით 150 ადამიანზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„2012 წლიდან დღემდე პერიოდში ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, ძალიან დიდი ცვლილებები განხორციელდა და დღეს საუბარია ერთეულ შემთხვევებზე მაშინ, როდესაც ათასობით შემთხვევა იყო. ამის დასტური არის თუნდაც საქმეების ის რაოდენობა, რაც იგზავნებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე არცერთი საჩივარი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით... ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გამოსწორდა და ეს არის მუდმივი პროცესი. ვერავინ იტყვის მსოფლიოს ვერცერთ ქვეყნაში, რომ პენიტენციური სისტემა, ან რომელიმე სხვა სისტემა, არის იდეალური და მას არ სჭირდება რეფორმირება. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაცილებით წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.