პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია: სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში

ტელეიმედი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურება მაღალ დონეზეა და პატიმრებს 24-საათიანი სამედიცინო დახმარება ეძლევათ. მისი თქმით, ეს გარემოება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ვიზიტებითაც დასტურდება.

პაატა სალია: სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში
იმედინიუსი

ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებაში 24/7-ზე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება, თუ არსებობს საჭიროება, სამოქალაქო სექტორის კლინიკებშიც გადაგვყავს მსჯავრდებულები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში.

,,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო მომსახურება ჩვენს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა მოწინავე ქვეყანაში," - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ის რომ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის საკითხები მაღალ დონეზეა, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) ბოლო პერიოდში ვიზიტების დროს არაერთხელ დადასტურდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები