პაატა სალია: სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, CPT-ის დასკვნაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გამოკითხულებში ძალადობის ნიშნები არ გამოვლენილა, თუმცა დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს როლი სწრაფი და ადეკვატური რეაგირებაა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წელია, ამოწმებენ, და მინდა, გითხრათ, რომ ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ეგრეთ წოდებული CPT-ის, ბოლო ვიზიტი დასკვნებში აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გამოკითხულთა შორის არ გამოვლინდა ძალადობის ნიშნები. პირიქით, ხაზს უსვამდნენ, რომ პენიტენციურის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სამინისტროს მიზანია ნებისმიერ დარღვევაზე დროული და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„არცერთი სისტემა, რაც უნდა წარმატებული და განვითარებული იყოს – პენიტენციურ სისტემაზეა საუბარი, არ არის დაზღვეული მსგავსი შემთხვევებისაგან, სადაც შეიძლება, მოხდეს გარკვეული ძალადობა. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვევები. აქ სახელმწიფოს როლი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ის, რომ პირველ რიგში სწორი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე და შესაბამისმა ორგანოებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაატა სალიამ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი მონიტორინგით. აქ არის სახალხო დამცველი, არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წელია, ამოწმებენ, და მინდა, გითხრათ, რომ ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ეგრეთ წოდებული CPT-ის, ბოლო ვიზიტი დასკვნებში აღნიშნულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან გამოკითხულთა შორის არ გამოვლინდა ძალადობის ნიშნები. პირიქით, ხაზს უსვამდნენ, რომ პენიტენციურის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…