პაატა სალია: თუ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა გადაცდომა, არ შეიძლება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - მე, როგორც მინისტრი პასუხისმგებელი ვარ სისტემის გამართულ მუშაობაზე
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ კონკრეტული პირის გადაცდომის გამო მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან მინისტრი პასუხისმგებელია სისტემის გამართულ მუშაობაზე და არა თანამშრომელთა ინდივიდუალურ კანონდარღვევებზე.

მე, როგორც მინისტრი პასუხისმგებელი ვარ სისტემის გამართულ მუშაობაზე. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველაფერს აქვს თავისი წესები. განსაზღვრულია რა შემთვევაში ვინ რაზე აგებს პასუხს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა გადაცდომა, არ შეიძლება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ჩემი ფუნქცია არის, კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტული გადაცდომის შემთვევაში მივიღო კანონით გათვალისწინებული ზომები: დაისაჯოს ის ადამიანი, ჩატარდეს გამოძიება, რეაბილიტაცია მოხდეს, ზიანის ანაზღაურება მოხდეს და ა.შ.“, - აღნიშნა სალიამ.
ციტატები სტატიიდან
„ჩემი ფუნქცია არის, კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტული გადაცდომის შემთვევაში მივიღო კანონით გათვალისწინებული ზომები: დაისაჯოს ის ადამიანი, ჩატარდეს გამოძიება, რეაბილიტაცია მოხდეს, ზიანის ანაზღაურება მოხდეს და ა.შ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.