პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია: ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს

ტელეიმედი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს და პატიმართა უფლებების დაცვის მექანიზმები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

პაატა სალია: ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს
რუსთავი 2

"ჩვენ არასდროს უარვყოფთ იმას, რომ სისტემაში, შესაძლოა, რაიმე პრობლემა არსებობდეს. მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ და დღევანდელ ვითარებას შორის ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"თუ სადმე ერთეული შემთხვევები გამოვლინდება, ამისგან მსოფლიოში არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იდეალური პენიტენციური სისტემა. ყველგან შეიძლება თანამშრომელმა რაიმე გადაცდომა დაუშვას ან დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე რეაგირება ხდება. მე ვახსენე, რომ უფლებების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. ჩვენს პენიტენციურ სისტემაში უფლებების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს“, — განაცხადა პაატა სალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ტაბულაოპოზიციურისალია: ყველგან შეიძლება გადაცდომა [მოხდეს], არ არსებობს იდეალური პენიტენციური სისტემა
  2. იმედინიუსისამთავრობოპაატა სალია: მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის და რასაც ვადარებთ 2012 წლამდე და დღეს არსებულ ვითარებას, ეს არის ის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არცერთი სისტემა არ არის და არცერთ ქვეყანაში იდეალური პენიტენციური სისტემა არ არსებობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არასდროს უარვყოფთ იმას, რომ სისტემაში, შესაძლოა, რაიმე პრობლემა არსებობდეს. მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ და დღევანდელ ვითარებას შორის ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს“
პაატა სალია
„თუ სადმე ერთეული შემთხვევები გამოვლინდება, ამისგან მსოფლიოში არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იდეალური პენიტენციური სისტემა. ყველგან შეიძლება თანამშრომელმა რაიმე გადაცდომა დაუშვას ან დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე რეაგირება ხდება. მე ვახსენე, რომ უფლებების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. ჩვენს პენიტენციურ სისტემაში უფლებების დაცვის მექანიზმები განვითარებული და გაძლიერებულია. ის უფლებები, რომლებიც დღეს საქართველოში პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად აქვს, თავისი მოცულობითა და შესაძლებლობებით აღემატება იმ უფლებებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს აქვს“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბევრი ქვეყანა არ არის ჩვენზე წინ - ჩვენთან დანერგილია ძალიან ბევრი პროგრამა პატიმრების რეაბილიტაციისთვის, ინფრასტრუქტურული კუთხითაც კარგი შედეგები გვაქვს, თუმცა გამოწვევები რჩება და ჩვენ მუდმივი განვითარების მდგომარეობაში ვართ - პაატა სალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები