პუტინი და მისი მთავრობა აშშ-ში დიზელით დატვირთული პირველი ტანკერის გაგზავნის სხვადასხვა დროს ასახელებენ
ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, აშშ-ისკენ 40 ათასი ტონა დიზელით დატვირთული ტანკერი 22 ოქტომბერს გაემგზავრება, თუმცა ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ გემი 2-3 დღეში გავა. რუსეთიდან იმპორტის განახლება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის განახლება 9 ოქტომბერს გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ეს გადაწყვეტილება, როგორც „საჩუქარი" პუტინისთვის და ომის დაფინანსების გაგრძელების ერთ-ერთი წყარო, გააკრიტიკეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა.
რუსული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 21 ოქტომბერს პეტერბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ისკენ 40 ათასი ტონა დიზელის საწვავით დატვირთული პირველი ტანკერის გასვლა დაგეგმილია ხვალ, 22 ოქტომბერს.
21 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად პეტერბურგში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი. შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, პუტინმა განაცხადა, რომ დასატვირთად ამზადებენ ერთდროულად რამდენიმე გემს:
„პირველი ტანკერ წავა ორი-სამი დღის შემდეგ. 40 ატასი ტონა... და წავლენ ერთი მეორეს მიყოლებით... მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ ფინანსური შემადგენელი რომ ყველაფერი მუშაობდეს“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…