ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში ტრადიციული „შაბათის მარში“ იმართება, რომლის მონაწილეებიც ავლაბრის მეტროდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. აქციას შეუერთდნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, რომლებმაც საზოგადოებას პატიმრების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს
თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. გიორგი დავითაძის დამ კი მსვლელობის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და აქციის მონაწილეებს პატიმრების მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

„მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სისტემის მხრიდან მსხვერპლნი და ჩაგრულები არიან. გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით, რომ დავეხმაროთ მათ. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ისინი გააგრძელებენ წამებას ციხეებში და პატიმრები დაუცველები დარჩებიან. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ისინი დავიცვათ. მადლობა მხარდაჭერისთვის! მადლობა ყველა სინდისის პატიმარს, მათ მშობლებს“,- განაცხადა პატიმარ გიორგი დავითაძის დამ.

შაბათის მარში პარლამენტთან დასრულდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სისტემის მხრიდან მსხვერპლნი და ჩაგრულები არიან. გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით, რომ დავეხმაროთ მათ. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ისინი გააგრძელებენ წამებას ციხეებში და პატიმრები დაუცველები დარჩებიან. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ისინი დავიცვათ. მადლობა მხარდაჭერისთვის! მადლობა ყველა სინდისის პატიმარს, მათ მშობლებს“
გიორგი დავითაძის და
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?