საზოგადოება · 10 ოქტომბერი, 19:41
11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 11 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისის სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…