ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი - რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე უკრაინის საბრძოლო ავიაციის გაძლიერება და შეიარაღების წარმოების ლიცენზიები განიხილეს. მაკრონის განცხადებით, რუსეთის ესკალაციის ფონზე საფრანგეთი უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას გააგრძელებს.

ემანუელ მაკრონი - რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება.
ემანუელ მაკრონი - რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე, მნიშვნელოვანია, ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება.ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის ქმედებების საპასუხო სხვადასხვა გზა განიხილეს.

“ემანუელმა და მე ერთად განვიხილეთ ამ ქმედებების საპასუხო სხვადასხვა გზა. კერძოდ, მიმდინარე თვეში მივიღებთ ახალ პაკეტებს, რომლებიც ჩვენს საბრძოლო ავიაციას გააძლიერებს. ასევე, ვაჩქარებთ მუშაობას ევროპულ ანტიბალისტიკურ თავდაცვის სისტემაზე - FREYJA წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. მადლობას ვუხდი ემანუელს: საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებული შეიარაღების წარმოების ყველა ლიცენზია უკვე მიღებულია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა საფრანგეთის მტკიცე მტკიცე გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

“ვინაიდან რუსეთი სიტუაციის ესკალაციას მიმართავს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა იმ საჭირო საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად სჭირდება. ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზაზე. საფრანგეთი კვლავაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს”, - აღნიშნა მაკრონმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ემანუელმა და მე ერთად განვიხილეთ ამ ქმედებების საპასუხო სხვადასხვა გზა. კერძოდ, მიმდინარე თვეში მივიღებთ ახალ პაკეტებს, რომლებიც ჩვენს საბრძოლო ავიაციას გააძლიერებს. ასევე, ვაჩქარებთ მუშაობას ევროპულ ანტიბალისტიკურ თავდაცვის სისტემაზე - FREYJA წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. მადლობას ვუხდი ემანუელს: საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებული შეიარაღების წარმოების ყველა ლიცენზია უკვე მიღებულია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს“
„ვინაიდან რუსეთი სიტუაციის ესკალაციას მიმართავს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა იმ საჭირო საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად სჭირდება. ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზაზე. საფრანგეთი კვლავაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალის ვაიდელი: უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, ეს შეუძლებელია - ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები