პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაპოროჟიეში 17-ს მიაღწია რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია, მათ შორის სამი ბავშვია. კიევში შეფერხდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

ზაპოროჟიეში 17-ს მიაღწია რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულმა დარტყმებმა სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი, სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ზაპოროჟიეში, ხოლო კიევში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხდა.

მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობდნენ. რუსეთმა განაცხადა, რომ დარტყმების სამიზნე იყო უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები.

ზაპოროჟიეზე დღეს დილას რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამჟამად 17-ს შეადგენს, 16 ადამიანი დაშავდა, განაცხადა ოლქის თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარემ ივან ფედეროვმა ტელეგრამში. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ექვსი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, დასძინა მან.

ხელისუფლებამ 11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 12-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ავიაბომბმა საცხოვრებელი სახლის მთელი სადარბაზო დაანგრია და დააზიანა სხვა შენობები და კერძო სახლები. უწყების ცნობით, მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს და ნანგრევებში შესაძლო გადარჩენილების ძებნა განაგრძეს.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებით, 9-10 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა ქვეყანას 160 დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მან ჩამოაგდო ან ჩაახშო 117 მათგანი, მათ შორის 82 რეაქტიული „შაჰედი“. მოხვედრა დაფიქსირდა 14 ადგილზე, ნამსხვრევების ჩამოვარდნა - კიდევ ათზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზაპოროჟიეზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა - 11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა
  3. ტაბულაოპოზიციურირუსეთის იერიშს ზაპოროჟიეზე 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ემსხვერპლა
  4. ალიაოპოზიციურირუსეთის იერიშს ზაპოროჟიეზე 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ემსხვერპლა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს, ოდესას, ზაპოროჟიეს - დაღუპულთა შორის 14 წლის ბიჭიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები