რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
ზაპოროჟიეზე რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია, იტყობინება უკრაინული მხარე. ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების გამო „უკრენერგომ“ კიევსა და რეგიონებში დენის შეზღუდვები დააწესა.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. უკრაინული მხარის მტკიცებით, საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს.
რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო კიევის ზოგიერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშეა. ანალოგიური ვითარებაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა „უკრენერგომ“ რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მორიგეობით გათიშვის შესახებ განაცხადა. შეზღუდვები დღის განმავლობაში როგორც საცხოვრებელ სექტორს, ისე ბიზნესობიექტებს შეეხო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…