პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„დონალდ ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად და ეს იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დაკარგავს და „პოლიტიკურ ხეიბრად“ იქცევა; მისი მტკიცებით, ტრამპმა საქართველო ვლადიმერ პუტინს მიჰყიდა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება შეაჩერა.

„დონალდ ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად და ეს იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა“ – შალვა ნათელაშვილი
ალია

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:

„რამდენიმე საათია დაიწყო ისტორიული არჩევნები ამერიკაში. მე პირდაპირ შემიძლია ახლავე განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით, რომ კონგრესში ორივე პალატას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმრავლესობის სახით დაკარგავს და გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად და ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში და იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა იმ პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც არა მარტო გააუარესა მათი საყოფაცხოვრებო პირობები დიდი დაპირებების მიუხედავად, არამედ გადაიქცა მსოფლიოში ყველა დიქტატურის მოკავშირედ.

ფაქტიურად მიატოვა უკრაინა მოსკოვის წინაშე ბრძოლის ველზე და საქართველო მიჰყიდა ვლადიმერ პუტინს, პირდაპირ უნდა ვთქვათ. მან გააჩერა წინა ადმინისტრაციისგან დაწყებული ივანიშვილის დასანქცირების პროცესი კრემლის პროტექციით, გაყინა ლეიბორისტული პარტიის ინიცირებით მიღებული “მეგობარი აქტი” სენატრში რომელიც ეხლაც დევს დღის წესრიგში საბედნიეროდ და წავიდა უფრო შორ,ს როდესაც მისმა საოჯახო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა “ტრამპ თაუერის” მშენებლობაზე პირდაპირ ამერიკისგან დასანქციებულ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მიტაცებულ თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე.

ეს შეიძლება ითქვას არაფერს აღარ გავს. მან არა მარტო ეს პროცესები გააჩერე რაც მოგახსენეთ, ელემენტარული კრიტიკაც კი შეწყდა თეთრი სახლიდან ივანიშვილის რეჟიმის ტირანული ქმედებებისა და ერთი განცხადება არ მოგვისმენია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ამდენ დაჭერებზე, ამდენ უბედურებაზე ,ამდენ საერთაშორისო კრიმინალზე და პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც კი სდუმს თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა - ნათელაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები