პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში „ნაბეღლავის“, რამდენიმე ქართული ღვინის და კოკა-კოლის იმპორტი აიკრძალა – მედია

რუსულმა მედიამ გამოცემა RBC-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში „ნაბეღლავის“, საქართველოში წარმოებული კოკა-კოლისა და რამდენიმე ქართული კომპანიის ღვინის, კონიაკისა და ლუდის იმპორტი აიკრძალა. გადაწყვეტილება „როსპოტრებნადზორმა“ მიიღო იმ მიზეზით, რომ პროდუქცია არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს.

რუსეთში „ნაბეღლავის“, რამდენიმე ქართული ღვინის და კოკა-კოლის იმპორტი აიკრძალა – მედია
ნეტგაზეთი

გამოცემა RBC-ს ცნობით, რუსეთში „ნაბეღლავის“, საქართველოში წარმოებული კოკა -კოლის და რამდენიმე ქართული ალკოჰოლური სასმელის იმპორტი აკრძალა.

როგორც RBC წერს, „როსპოტრებნადზორმა“ (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) რეალიზაციისთვის აკრძალულ სასმელებში დაადგინა „შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ასევე უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით“.

მათივე ცნობით: აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქციას:

„თელიანი ველის“ მიერ წარმოებული ღვინო;

„თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინო;

„ძმები ასკანელების“ მიერ წარმოებული ღვინო და კონიაკი;

„ვაინმენის“ მიერ წარმოებული ღვინო;

„ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდი;

საქართველოდან იმპორტირებული სასმელი კოკა-კოლა;

მწარმოებელ „წყალი მარგებლის“ მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურირუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ჩამონათვალი
  2. BM.GEოპოზიციურირუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC
  3. ტაბულაოპოზიციურირუსული მედია: რუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს
  4. TV პირველიოპოზიციური"სია გაფართოვდება" - მამუკა ფიფია ამბობს, რომ რუსეთი სხვა ქართულ კომპანიებსაც აუკრძალავს ქვეყანაში იმპორტს
  5. ფორმულაოპოზიციურირუსეთი საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტს კრძალავს
  6. TV პირველიოპოზიციური„თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე
  7. ალიაოპოზიციურირუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ჩამონათვალი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე რუსეთის მიერ ქართული კომპანიების ნაწარმის იმპორტის აკრძალვაზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები