აქცია კანცელარიასთან – მძღოლებმა ე.წ. მაყუჩების კანონი გააპროტესტეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან მძღოლებმა აქცია გამართეს და ე.წ. მაყუჩების კანონი გააპროტესტეს. ისინი ახალი რეგულაციების გადახედვას ითხოვენ, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო ჯარიმებს იღებენ და მართვის მოწმობის ქულები აკლდებათ.

აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან – კანცელარიასთან მძღოლები შეიკრიბნენ, იმისთვის რომ ე.წ მაყუჩების კანონი გაეპროტესტებინათ.
საუბარია მთავრობის 584-ე დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ღამის საათებში ავტომანქანის მიერ გამოწვეული მაქსიმალური ხმაურის ზღვრად 80 დეციბელია დაწესებული, ხოლო გაზომვის წესად კი ხმის მზომი ხელსაწყოს მაყუჩიდან 50სმ-ით დაშორება განისაზღვრა.
მძღოლები ამბობენ, რომ ახალი კანონების გამო ჯარიმა-ჯარიმაზე მისდით, აკლდებათ ქულებიც მართვის მოწმობიდან, ამიტომ მოითხოვენ, რომ კანონი იმგვარად შეიცვალოს, რომ საქართველოს ავტო-მოტოპარკს შეესაბამებოდეს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს, ისინი რეგულაციების გადახედვას და მძღოლებისთვის დაწესებული შეზღუდვების შეცვლას მოითხოვენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…