ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება

ქალაქ გორში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გახსნეს. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს სააგენტოების მონაწილეობით ხორციელდება.

ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდებაიმედინიუსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გორში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური გახსნა.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

„საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გავხსენით მორიგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური ქალაქ გორში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა ჰაერის ხარისხი გასაუმჯობესებლად“- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

„მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 10 სადგურის ამოქმედებაში მონაწილეობს. აღნიშნული სადგურები შესაძლებელს გახდის ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის ოქსიდების, აზოტის ოქსიდებისა და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვას. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას დაავადებების პრევენციის, სამრეწველო სექტორთან თანამშრომლობისა და რეგულაციების გადახედვის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“- აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, დაგლას უებმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.

მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი გაფართოვდება და წლის ბოლოსთვის მონიტორინგი 28 ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გავხსენით მორიგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური ქალაქ გორში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა ჰაერის ხარისხი გასაუმჯობესებლად“
ელენე ღუბიანური
„მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 10 სადგურის ამოქმედებაში მონაწილეობს. აღნიშნული სადგურები შესაძლებელს გახდის ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის ოქსიდების, აზოტის ოქსიდებისა და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გაზომვას. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას დაავადებების პრევენციის, სამრეწველო სექტორთან თანამშრომლობისა და რეგულაციების გადახედვის მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“
დაგლას უები
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები