პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 121 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ

აჭარის მთავრობასაქართველოს პარლამენტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 121 ეკომიგრანტ ოჯახს ახალაშენებულ 11-სართულიან კორპუსში ბინები გადაეცა. პროექტი 14 603 081 ლარით დაფინანსდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში 121 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცათ
რუსთავი 2

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცათ.

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ პროექტი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზარალებული 121 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად თედორაძეების მრავალშვილიან ოჯახს სიმბოლური გასაღები გადასცა.

11-სართულიან შენობაში ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები მოეწყო, რომლებიც ოჯახების წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით განაწილდა. ყველა საცხოვრებელი ფართი უზრუნველყოფილია წყლით, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლის მშენებლობა 2024-2026 წლებში განხორციელდა და 14 603 081 ლარით დაფინანსდა.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე: მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს 121 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადავცემთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები