ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის განცხადებით, ატმისა და ვაშლატამას მიმდინარე საექსპორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად 1 000 ტონაზე მეტი პროდუქცია რჩება. სამინისტროს მონაცემებით, 1 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან 22.8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გაიყიდა, რომლის ღირებულებამაც 28.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, რასაც სომხეთი, უკრაინა და ბელარუსი მოსდევს.

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე
საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილეBM.GE

ატმისა და ვაშლატამას მიმდინარე საექსპორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად, 1 000 ტონაზე ოდნავ მეტი პროდუქცია რჩება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ დარგის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, სეზონმა წარმატებით ჩაიარა და როგორც რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, ისე მიღებული ფასი დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე, დაბალპროდუქტიული ჯიშების ჩანაცვლებასა და მოძველებული ბაღების განახლებაზე უნდა გაკეთდეს.

"სეზონმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე უნდა გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები დაიგეგმოს, რაც ფერმერებს წარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარება და ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს", - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის 1 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან სულ ექსპორტირებულია 22.8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის საერთო ღირებულებამ 28.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ პროდუქციის საშუალო საექსპორტო ფასი 1.23 აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება სარეალიზაციო მიმართულებებს, ქართული ატმისა და ვაშლატამას მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც 21 468 ტონა პროდუქცია გაიყიდა. დანარჩენი მოცულობა კი ძირითადად სომხეთში (883 ტონა), უკრაინასა (259 ტონა) და ბელარუსში (178 ტონა) განაწილდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სეზონმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე უნდა გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები დაიგეგმოს, რაც ფერმერებს წარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარება და ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს“
ლაშა დოლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები