პაატა ბურჭულაძე დანაშაულის აღიარებას აანონსებს, მისი შვილი კი ციხიდან მამის გამოსვლის წინააღმდეგია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება მოუწოდებს საპატიმროებში მყოფ ბრალდებულებს დანაშაულის აღიარებისკენ. გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე დანაშაულის აღიარებას აანონსებს, თუმცა მისი შვილი ამის წინააღმდეგია.

საპატიმროებში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და ორგანიზებაში ედებათ ბრალი, ხელისუფლება დანაშაულის აღიარებისა და სინანულისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა - სახელმწიფო მზად არის, შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ და უარს იტყვიან უცხო ძალების ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად ყოფნაზე.
პაატა ბურჭულაძის ბოლო გზავნილები დანაშაულის აღიარებისთვის მზადყოფნაზე მიუთითებს. თუმცა მისი შვილი მიიჩნევს, რომ ორგანიზატორებმა საპატიმრო რიგით მონაწილეებზე ადრე არ უნდა დატოვონ.
პარალელურად, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან კრიტიკის სამიზნეები არიან ისინი, ვინც ჩადენილი უკვე აღიარეს და მოინანიეს.
ვრცლად მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…