ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: კარგი იქნება, თუ ბურჭულაძეც აღიარებს დანაშაულს, ამ შემთხვევაში, დატოვებს ციხეს

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადება მისი ბრალის აღიარების ანონსია. კობახიძემ მოუწოდა ბურჭულაძეს, აღიაროს დანაშაული, რის შემდეგაც მისი თქმით, შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება და ის საპატიმროს დატოვებს.

კობახიძე: კარგი იქნება, თუ ბურჭულაძეც აღიარებს დანაშაულს, ამ შემთხვევაში, დატოვებს ციხეს
კობახიძე: კარგი იქნება, თუ ბურჭულაძეც აღიარებს დანაშაულს, ამ შემთხვევაში, დატოვებს ციხესტაბულა

რა თქმა უნდა, ბურჭულაძის ეს განცხადება არის აშკარა ანონსი, მასაც არ უნდა, ბუნებრივია, ციხეში ყოფნა და მან ასეთი ფორმით, ერთგვარად დაგვიანონსა საბოლოო ჯამში საკუთარი ბრალის აღიარება.

ეს კარგი იქნება, მასაც მოვუწოდებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, ის დატოვებს საპატიმროს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, მათ შორის, ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, ასეთ პირობებშიც კი, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯი, მიხარია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება, რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა ბურჭულაძე დანაშაულის აღიარებას აანონსებს, მისი შვილი კი ციხიდან მამის გამოსვლის წინააღმდეგია. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები