საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაქელიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორების პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საკითხი.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.