ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა

იუსტიციის სამინისტრო

თურქეთში ორდღიანი სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა, რომლის შედეგებიც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა და მონაწილეებს ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებთან.

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა
სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდარუსთავი 2

ორდღიანი ღონისძიების შედეგები, რომელსაც 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სამიტის დახურვის ცერემონიალზე მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს ნაყოფიერი დისკუსიისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობისათვის.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ტონი გოგუსთან და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივან თეოდორა სტოიანთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ადამიანის უფლებების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ციფრული ტრანსფორმაციის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები