ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთის იუსტიციის მინისტრი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და ამავდროულად მხარს ვუჭერთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ ჩვენს საერთო გზას

თურქეთში გამართული სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ შეხვედრა გამართა ალბანეთის იუსტიციის მინისტრთან, ტონი გოგუსთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, მართლმსაჯულების რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის გზა.

ალბანეთის იუსტიციის მინისტრი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და ამავდროულად მხარს ვუჭერთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ ჩვენს საერთო გზას
ალბანეთის იუსტიციის მინისტრი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და ამავდროულად მხარს ვუჭერთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ ჩვენს საერთო გზასრუსთავი 2

თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა. ორდღიან ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მოსამართლე, ადვოკატი და სხვადასხვა წრის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალიაც.

მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანელ და რუმინელ კოლეგებთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან.

ტონი გოგუმ განაცხადა, რომ ალბანეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და, ამავდროულად, მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ საერთო გზაზე:

"ალბანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს და მტკიცე პოზიცია აქვს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხზე. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და, ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ ჩვენს საერთო გზას. საუბარი შეეხო არა მხოლოდ მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ისეთ მიმართულებებსაც, როგორიცაა: რეაბილიტაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და პენიტენციურ სისტემებში რეინტეგრაცია. მოუთმენლად ველი მომდევნო თვეებში მინისტრ პაატა სალიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას,"- აცხადებს ტონი გოგუ

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ალბანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს და მტკიცე პოზიცია აქვს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხზე. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და, ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ ჩვენს საერთო გზას. საუბარი შეეხო არა მხოლოდ მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ისეთ მიმართულებებსაც, როგორიცაა: რეაბილიტაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და პენიტენციურ სისტემებში რეინტეგრაცია. მოუთმენლად ველი მომდევნო თვეებში მინისტრ პაატა სალიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას,“
ტონი გოგუ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ესწრებოდა დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები