ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა

იუსტიციის სამინისტრო

თურქეთში ორდღიანი სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციაც ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა
სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდაიმედინიუსი

ორდღიანი ღონისძიების შედეგები, რომელსაც 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სამიტის დახურვის ცერემონიაზე მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს ნაყოფიერი დისკუსიისათვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობისათვის.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ტონი გოგუსთან და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივან თეოდორა სტოიანთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ადამიანის უფლებების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ციფრული ტრანსფორმაციის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების საკითხებში.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები