ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე ახლად აშენებული N168 საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ახალი ბაღი 400-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო მისი მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერაპერსონის ფოტო: კახი კალაძე

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე ახლად აშენებული N168 ბაგა-ბაღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

ახალი ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. საბავშვო ბაღმა 200 აღსაზრდელი 15 სექტემბერს მიიღო.

„ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აშენდა N168 ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც 400 ბავშვის მიღებას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით ბაღი 200 ბავშვით არის დატვირთული, თუმცა გრძელდება მიღება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მთლიანად შეივსება. შენობა ყველანაირად მოწესრიგებულია, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკვებს, სათამაშოებს, თეთრეულს იმისათვის, რომ პატარებს ნორმალურ, თანამედროვე პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები - ოთახები აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისთვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისთვის.

საბავშვო ბაღის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

დასრულებულ პროექტს ასევე გაეცნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ხაბარელი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აშენდა N168 ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც 400 ბავშვის მიღებას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით ბაღი 200 ბავშვით არის დატვირთული, თუმცა გრძელდება მიღება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მთლიანად შეივსება. შენობა ყველანაირად მოწესრიგებულია, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკვებს, სათამაშოებს, თეთრეულს იმისათვის, რომ პატარებს ნორმალურ, თანამედროვე პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩვენი რაიონისთვის ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - გლდანის რაიონის გამგებელი 107-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის რეაბილიტაციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები