ჩვენი რაიონისთვის ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - გლდანის რაიონის გამგებელი 107-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე
გლდანის რაიონში მდებარე 107-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც სააგენტოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარით დაფინანსდა. განახლებული ბაღი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ მოინახულეს.

ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო ბაღებშიც - გლდანის რაიონში მდებარე 107-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები სააგენტოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარით დაფინანსდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვებს და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.
"ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ჩვენი რაიონისთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ხაზგასმით, რომ ყველა მსგავსი პროექტი კავშირშია ჩვენი მომავალი თაობების სწორად და ჯანსაღ გარემოში აღზრდასთან დაკავშირებით", - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, გურამ ოქროპირიძის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ ერთი ბაღი სრულად მოწესრიგდა.
"საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან კარგი, მოწესრიგებული კიდევ ერთი ბაღი. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ იმ ბაღების რეაბილიტაციას, ძალიან აქტიურ რეჟიმში, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და კიდევ ძალიან ბევრ პროექტს დავაანონსებთ ჩვენს მოქალაქეებთან დედაქალაქის მასშტაბით", - აცხადებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი გურამ ოქროპირიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ჩვენი რაიონისთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ხაზგასმით, რომ ყველა მსგავსი პროექტი კავშირშია ჩვენი მომავალი თაობების სწორად და ჯანსაღ გარემოში აღზრდასთან დაკავშირებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…