პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო - პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა

ჩუღურეთის რაიონში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება. შენობის ესკიზის მიხედვით, აქამდე აუთვისებელი ადგილები ახალ ფუნქციას შეიძენს. 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. აშენდება ორსართულიანი შენობა, რომელიც 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაშვებულია - დღეიდან, პროექტი მშენებლობის ეტაპზე გადავიდა. მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა და შენობის საძირკვლის მოსაწყობად მომზადდა.

კიდევ ერთი თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო საბავშვო ბაღი თბილისში - პროექტი ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ბაღს სპორტული და მუსიკალური დარბაზებიც ექნება. ღია აქტივობებისათვის მოეწყობა ეზო.

დედაქალაქში სულ 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, სამს კი რეაბილიტაცია უტარდება. ამ დროისთვის თბილისელებს 191 საჯარო ბაგა - ბაღი ემსახურება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
  2. POSTVსამთავრობოჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები