„მოვუწოდებთ თითოეულ მხარეს, უზრუნველყონ, რომ ეს დემონსტრაციები დარჩეს მშვიდობიანი და სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ძალის გადამეტებას“ - გაერო საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე მომხდარი ძალადობის გამო და მხარეებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, ხოლო სამართალდამცველებს ძალის პროპორციული გამოყენებისკენ მოუწოდებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი საფრანგეთში მოსწავლეთა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ ინციდენტებს „შემაშფოთებელს“ უწოდებს და ვითარების განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს.
გაერო მხარეებს მშვიდობიანი შეკრებების შენარჩუნებისკენ, ხოლო სამართალდამცველებს - ძალის პროპორციულად გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ თითოეულ მხარეს, უზრუნველყონ, რომ ეს დემონსტრაციები დარჩეს მშვიდობიანი და სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ძალის გადამეტებას. მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერმა შაბია მანტუმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაეროს რეაგირებამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზაციას „ადამიანის უფლებათა ლიგამ“ მიმართა, რომელიც ქვეყანაში მოსწავლეების წინააღმდეგ „უპრეცედენტო რეპრესიებს“ დაუპირისპირდა.
შექმნილ ვითარებას გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ღრმად სჯერა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს, ხოლო უსაფრთხოების ძალებსა და მთავრობას ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლების დაცვა.
ციტატები სტატიიდან
„მოვუწოდებთ თითოეულ მხარეს, უზრუნველყონ, რომ ეს დემონსტრაციები დარჩეს მშვიდობიანი და სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ძალის გადამეტებას. მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცული უნდა იყოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…