ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კახეთში გადამუშავებული 220 ათასამდე ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

საქართველოს მთავრობა

კახეთში მიმდინარე რთველის ფარგლებში, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 219 525 ტონა ყურძენი. მოსავალი 15 ათასამდე მევენახემ დააბინავა, საიდანაც 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძენს 22 ადგილას იბარებს, ხოლო პროცესს გურჯაანში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბი აკოორდინებს.

კახეთში გადამუშავებული 220 ათასამდე ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
კახეთში გადამუშავებული 220 ათასამდე ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისააიმედინიუსი

9 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 219 525 ტონა ყურძენი. ყურძნის მოსავალი 15 ათასამდე მევენახემ დააბინავა, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, გადამუშავებული ყურძნის 99,3% - 217 847 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,7% - 1 678 ტონაა უხარისხო და მკვახე. გადამუშავებული ყურძნიდან 104,3 ათასი ტონა საფერავია, 100,8 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ადგილას იბარებს.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

„ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18“, - აცხადებენ ღვინის ეროვნული სააგენტოში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.