ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს "საქართველოს რკინიგზის" განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს რკინიგზა

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, თავის მოადგილე თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელ ლაშა აბაშიძეს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს "საქართველოს რკინიგზის" განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს "საქართველოს რკინიგზის" განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის - მარიამ ქვრივიშვილირუსთავი 2

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს.

"ეფექტიანი და კეთილსინდისიერი მართვისთვის განსაკუთრებული მადლობას ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ქალბატონ თამარ იოსელიანს, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა აბაშიძე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და თავდადებით, საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებაში", - განაცხადა მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.