რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც ფთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს აწარმოებს
რუსეთის ტვერის ოლქში, რედკინოს საცდელ ქარხანაზე, რომელიც ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს აწარმოებს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის ტვერის ოლქში, რედკინოს საცდელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია “ტელეგრამ” არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქარხანაზე, რომელიც Kh-55 და Kh-101 ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს, ასევე დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს აწარმოებს, თავდასხმა თებერვალშიც განხორციელდა.
ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც სარაკეტო და საავიაციო ინდუსტრიებს სპეციალიზებული ქიმიური პროდუქტებით ამარაგებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…