პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს

რუსეთის ქალაქ რიაზანში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, „როსნეფტის“ კუთვნილი აღნიშნული საწარმო რუსეთის საოკუპაციო არმიას ავიასაწვავითა და დიზელით ამარაგებს.

რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს
BM.GE

რუსეთის ქალაქ რიაზანში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ადგილობრივ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში (НПЗ) ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული საწარმო რუსეთის საოკუპაციო არმიას ავიასაწვავითა და დიზელით ამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-არხი Astra, Exilenova+, Supernova+ და სხვა ადგილობრივი წყაროები ავრცელებენ.

ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის ორ საათზე რიაზანსა და მის ოლქში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. უშუალოდ განგაშის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მრავალჯერადი აფეთქებების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და უპილოტო აპარატების ხმის შესახებ დაიწყეს შეტყობინებების გავრცელება.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა და კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. ღია წყაროების მონაცემებით, ქარხანა რიაზანის სამხრეთ სამრეწველო კვანძში მდებარეობს და მისი წლიური სიმძლავრე დაახლოებით 17–18 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.

საწარმო აწარმოებსბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ბენზინს, მაზუთსა და ბიტუმს. ქარხანა საწვავით უზრუნველყოფს მოსკოვსა და ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს, ასევე აწარმოებს პროდუქციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოუკრაინამ რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიუკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირიაზანზე შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
  4. ალიაოპოზიციურიდრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთში სამარის ოლქში უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ნავთობქარხანა დაიწვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები