ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა და განაცხადა, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნული შეფასება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ იმ რეზოლუციას მოჰყვა, რომელიც საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობს და ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციებს ითხოვს.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა
"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარაTV პირველი

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა და დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი "მძიმე მდგომარეობაშია".

მთავრობის მეთაური აღნიშნული კომენტარით ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

"როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი", - განაცხადა კობახიძემ.

„თქვენ იცით, ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი.

რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონი, უზენაესი საბჭო უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში, ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო“,- განაცხადა კობაიძემ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური დევნის შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი“
„თქვენ იცით, ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონი, უზენაესი საბჭო უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში, ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები