ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისგან მონანიებას ითხოვს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე და ძალადობაში ჩართული პირები საპატიმროს მხოლოდ მონანიებისა და აღიარების შემთხვევაში დატოვებენ, ხოლო უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა სამართლის უზენაესობას ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარები კი ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისგან მონანიებას ითხოვს
ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისგან მონანიებას ითხოვსTV პირველი

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისგან მონანიებას ითხოვს.

"აღიარონ, მოინანიონ და გავუშვებთ" - ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანის პატიმრობის შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც კობახიძემ თქვა, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს.

ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი გვაქვს პატიმრებთან დაკაშვირებით - ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათ შორის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან მიმართებითაც, ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ყევლას შეუძლია თავი დააღწიოს პატიმრობას, თუ იქნება მონანიება და აღიარება. იგივე ვრცელდება ბატონ ბურჭულაძეზეც - თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში, ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს. ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარები პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში წერს, სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნას.

თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ, - წერს ის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – პაატა ბურჭულაძის მხრიდან თუ იქნება აღიარება, ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღიარონ, მოინანიონ და გავუშვებთ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი - მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას - ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები