პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს.

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა
ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 64 არალეგალურად მყოფი უცხოელი დააკავეს.

დაკავებულებს შორის იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

სამართალდამცველებმა სხვადასხვა ლოკაციასა და ობიექტზე გადაამოწმეს პირები, რომლებსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის დარღვევით იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან და მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
  2. იმედინიუსისამთავრობომიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
  3. ალიაოპოზიციურიკომპლექსური ღონისძიებების შედეგად საქართველოში 64 უცხოელი არალეგალი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები