პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის შედეგად უცხო ქვეყნის 64 არალეგალი მოქალაქე დააკავეს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 64 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდის და უზბეკეთის მოქალაქეები.

"სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, ჯამში 20 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადამოწმდა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობომიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
  2. ფორმულაოპოზიციურიმიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა
  3. ალიაოპოზიციურიკომპლექსური ღონისძიებების შედეგად საქართველოში 64 უცხოელი არალეგალი დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, ჯამში 20 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადამოწმდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები