„ჩემს დროს ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა“ – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში ეხმიანება ირანის ელჩის მიერ საქართველოს რუკის ჩვენებას და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულად სპარსეთისთვის მიკუთვნებას და ფერეიდნელებით შანტაჟს ნიშნავს. მისი თქმით, მის პრეზიდენტობის დროს მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო და ასეთ ელჩს ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გააძევებდნენ.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
„ირანის ელჩმა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ჩვენებით საქართველოს რუკა არა იმდენად აფხაზეთზე მინიშნებით გამოდო, არამედ იმის ხაზგასმით, რომ აღმოსავლეთ საქართველო ისტორიულად სპარსეთს ეკუთვნოდა.
ფერეიდნელებით შანტაჟი ხომ საერთოდ გაუგონარი რამაა, იმ ფერეიდნელებით, რომლებიც სპარსეთმა სწორედ აღმოსავლეთ საქართველოდან აყარა და თავის ყველაზე მიყრუებულ პროვინციაში წაასხა მე-17 საუკუნეში.
ჩემს დროს ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა და თუ გაბედავდა, ასეთ ელჩს დაუყოვნებლივ გავაძევებდით ქვეყნიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…