2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
გრძელდება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები, სადაც დოკუმენტს სხვადასხვა კომიტეტში განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტი 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია და იგეგმება პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული პოლიტიკის, დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებზე განიხილავენ. მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარადგენს. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი ჯამში 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია, რაც 2026 წლის ბიუჯეტზე თითქმის მილიარდ 200 მილიონით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.