ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და რუსეთის პრეზიდენტთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავს.

რუსული მედიის ინფორმაციით ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მოსკოვში ჩავიდა.
ირანის პრეზიდენტი, მოსკოვში გაზის ექსპორტიორი ქვეყნების (ФСЭГ) ფორუმის სამიტს დაესწრება.
„ამ ვიზიტის დროს, სამიტში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლის გარდა, პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს და სამიტის მონაწილე ქვეყნების რამდენიმე ლიდერს და განიხილავს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
GECF არის საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2001 წელს. მასში შედის 12 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ირანი და კატარი. ფორუმის მონაცემებით, მისი წევრები ფლობენ მსოფლიოში დადასტურებული ბუნებრივი აირის რეზერვების დაახლოებით 70%-ს და გლობალური გაზის ექსპორტის 42%-ს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ამ ვიზიტის დროს, სამიტში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლის გარდა, პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს და სამიტის მონაწილე ქვეყნების რამდენიმე ლიდერს და განიხილავს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…