ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავდა 48 სამართალდამცავი - ხელისუფლება მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის პირობას დებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სადაც დამატებით 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 48 სამართალდამცავი დაშავდა, პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ და განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ სკოლებში მასწავლებლების რაოდენობის გაზრდისა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პირობა დადეს.

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავდა 48 სამართალდამცავი - ხელისუფლება მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის პირობას დებს
საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავდა 48 სამართალდამცავი - ხელისუფლება მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის პირობას დებსინტერპრესნიუსი

ოფიციალური პირების განცხადებით, საფრანგეთში ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებში 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის - 24 500 დედაქალაქ პარიზში, - ინფორმაციას გამოცემა France 24-ი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 504 ადამიანი. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 48 სამართალდამცავი დაშავდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დეტალურად მიმოიხილა ის ზომები, რომელიც მანამდე განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ დააანონსა. აღნიშნული ზომები ითვალისწინებს 3 024 ისეთი მასწავლებლის (ე.წ. შემცვლელი პედაგოგის) მობილიზებას.

ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭება იმ 114 სკოლას, რომლებიც ყველაზე დიდ სირთულეებს განიცდიან. „შემცვლელი მასწავლებლების ნაკლებობის გამო გაცდენილი გაკვეთილის თითოეული საათი მოსწავლეებს აზარალებს. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა პრემიერმა. სებასტიან ლეკორნუს თქმით, მთავრობა 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს, რათა „მოსწავლეების მიერ გამოთქმული ზოგიერთი წინადადება კონკრეტულ ღონისძიებებად აქციოს“.

ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემცვლელი მასწავლებლების ნაკლებობის გამო გაცდენილი გაკვეთილის თითოეული საათი მოსწავლეებს აზარალებს. ეს სერიოზული პრობლემაა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.