პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტს, რომლის თანახმადაც რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებად გაერთიანდება. ცვლილება პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. ამასთან, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამასთან, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსი„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
- BM.GEრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთიანდება - საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით მიიღეს
- რუსთავი 2პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…