ტრამპის თქმით, აშშ ირანზე იერიშს კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე არ მიიტანს
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანზე იერიშს კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე არ მიიტანს. ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ირანთან პროდუქტიული მოლაპარაკებები აქვს და საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ირანზე იერიშს მისი ქვეყნის შუალედურ არჩევნებამდე არ მიიტანს. კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.
ტრამპი ასევე წერს, რომ აშშ-ს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან "პროდუქტიული მოლაპარაკებები აქვს".
აშშ-ს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ის აცხადებს, რომ საზღვაო ბლოკადაც გაგრძელდება.
"ჰორმუზის სრუტეში ნავთობი რეკორდული რაოდენობით მიედინება (მხოლოდ გასულ ღამეს, 22 მილიონი ბარელი გაატარეს) ოღონდ ისე, რომ არცერთი ბარელი არ ყოფილა არც ირანიდან და არც ირანისკენ. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ციტატები სტატიიდან
„ჰორმუზის სრუტეში ნავთობი რეკორდული რაოდენობით მიედინება (მხოლოდ გასულ ღამეს, 22 მილიონი ბარელი გაატარეს) ოღონდ ისე, რომ არცერთი ბარელი არ ყოფილა არც ირანიდან და არც ირანისკენ. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.