Reuters - ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს
Reuters-ის ცნობით, ირანი აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს, რათა შუალედური არჩევნების წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციები დაასუსტოს და მას პოლიტიკური გამარჯვება არ მიანიჭოს.

ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს, რათა მომავალ თვეში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკური პოზიციები დაასუსტოს.
ასევე, ოფიციალური პირების თქმით, ირანი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი სამხედრო მოქმედებების განახლებას გეგმავს.
„ირანი ისრაელისა და აშშ-ის მიერ ახალი იერიშებისთვის ემზადება და არა ომის დასასრულებლად ამერიკასთან შეთანხმების მისაღწევად. სასულიერო მმართველ პირებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ტრამპს პოლიტიკური გამარჯვება არ მიანიჭონ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.
ციტატები სტატიიდან
„ირანი ისრაელისა და აშშ-ის მიერ ახალი იერიშებისთვის ემზადება და არა ომის დასასრულებლად ამერიკასთან შეთანხმების მისაღწევად. სასულიერო მმართველ პირებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ტრამპს პოლიტიკური გამარჯვება არ მიანიჭონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.