დავით სონღულაშვილი: რთველის შტაბი, მეღვინეები, ღვინის გადამამუშავებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით რაიმე შეფერხება არ შეიქმნას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, რთველის შტაბი და საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. უკვე ჩაბარებულია 206 000 ტონაზე მეტი ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მაღალხარისხიანი მოსავალია.

რთველის შტაბი, მეღვინეები, ღვინის გადამამუშავებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით რაიმე შეფერხება არ შეიქმნას, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, უკვე ჩაბარებულია 206 000 ტონაზე მეტი ყურძენი. დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ რთველი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს:
"206 000 ტონაზე მეტი ყურძენია უკვე მიღებული, საიდანაც სახელმწიფომ 120 000 ტონამდე ყურძენი ჩაიბარა და შეისყიდა. რთველი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, პიკში მიდის უკვე კრეფისა და ჩაბარების პროცესი და რა თქმა უნდა ამ პერიოდში როგორც რთველის შტაბი, ისე მეღვინეები, ღვინის გადამამუშავებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით რაიმე შეფერხება არ შეიქმნას. გამოვყოფ და ხაზს გავუსვამ, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოსავალი გვაქვს და ყველაზე მაღალხარისხიანი მოსავალია", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„206 000 ტონაზე მეტი ყურძენია უკვე მიღებული, საიდანაც სახელმწიფომ 120 000 ტონამდე ყურძენი ჩაიბარა და შეისყიდა. რთველი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, პიკში მიდის უკვე კრეფისა და ჩაბარების პროცესი და რა თქმა უნდა ამ პერიოდში როგორც რთველის შტაბი, ისე მეღვინეები, ღვინის გადამამუშავებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით რაიმე შეფერხება არ შეიქმნას. გამოვყოფ და ხაზს გავუსვამ, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოსავალი გვაქვს და ყველაზე მაღალხარისხიანი მოსავალია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.