ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ირაკლი კობახიძე – დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები, მასშტაბური ხედვა, სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, ინვესტიცია ორი მილიარდი ლარია

თბილისში „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებშიც 2 მილიარდი ლარის ინვესტიციით „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ სასტუმროები და რეზიდენციები აშენდება.

ირაკლი კობახიძე – დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები, მასშტაბური ხედვა, სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, ინვესტიცია ორი მილიარდი ლარია
ირაკლი კობახიძე – დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები, მასშტაბური ხედვა, სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, ინვესტიცია ორი მილიარდი ლარიაპირველი არხი

დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, იწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობა არის ძალიან შთამბეჭდავი, ორი მილიარდი ლარი.

„ეს არის მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი განვითარება და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამბიციური საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ეს პროექტი ასევე ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ, ბიზნესგარემოსადმი და ცხადყოფს, რომ საქართველოში გრძელვადიანი, მსხვილი კაპიტალდაბანდება არის ერთი მხრივ, დაცული და მეორე მხრივ, პერსპექტიული.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე რეზიდენციები 21 ჰექტარზე იქნება გაშენებული, ეს არის ახალი უბნის ნაწილი და ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სივრცის 75 პროცენტი, 3/4 დაეთმობა პარკებს, გამწვანებასა და რეკრეაციას, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მასშტაბურ პროექტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „არქი გრანდ ავენიუ“ ითვალისწინებს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.

„აქ აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური იქნება ეს სივრცე თავისი დატვირთვით, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სივრცის სწორად განვითარებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი უზრუნველყოფს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, გაძლიერებულ ეკონომიკას და ჩვენი დედაქალაქი გადავა განვითარების კიდევ ერთ, მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო ეტაპზე. მსგავსი პროექტებით შენდება თანამედროვე თბილისი, რომელიც ინარჩუნებს თავის გამორჩეულ იერსახეს და ვითარდება მომავლის ხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ილია წულაიას, რომელიც გამოირჩევა ასეთი მასშტაბური პროექტებით, მასშტაბური ხედვებით და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ინვესტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური იქნება ეს სივრცე თავისი დატვირთვით, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სივრცის სწორად განვითარებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი უზრუნველყოფს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, გაძლიერებულ ეკონომიკას და ჩვენი დედაქალაქი გადავა განვითარების კიდევ ერთ, მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო ეტაპზე. მსგავსი პროექტებით შენდება თანამედროვე თბილისი, რომელიც ინარჩუნებს თავის გამორჩეულ იერსახეს და ვითარდება მომავლის ხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ილია წულაიას, რომელიც გამოირჩევა ასეთი მასშტაბური პროექტებით, მასშტაბური ხედვებით და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ინვესტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.