ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ 2026 წლის ანგარიში წარუდგინა და ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი გამოაცხადა. პროექტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს, რასაც შუა დერეფანს უწოდებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ 2026 წლის ანგარიში წარუდგინა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა პლანეტის უდიდეს სავაჭრო ძალად იქცა და ევროპის ეკონომიკის სტიმულირება ბლოკის მთავარი გამოწვევაა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან. მისივე თქმით, კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება.
"ახლა ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმებები 80-ზე მეტ ქვეყანასთან. მსოფლიოში ყველაზე მეტთან და ბიზნესი ჩვენგან მეტს ითხოვს. დღეს შემიძლია გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ. ჩვენი მიზანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირება 2030 წლისთვის.
ყველა საკითხში ევროპის ერთიანობა გადამწყვეტია. ყველამ ვიცით იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ახლა ღიად მტრულ სამყაროსთან გვაქვს საქმე. ჩვენს კონტინენტზე მძვინვარებს ომი. ჩვენმა ეკონომიკამ ახლო აღმოსავლეთის ომების გავლენას მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო და უმუშევრობა თითქმის რეკორდულად დაბალ დონეზეა, თუმცა ენერგიის მაღალი ფასებისა და სესხების ხარჯების ზეწოლა მტკივნეულია," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დარბაზში ურსულა ფონ დერ ლაიენი რამდნეიმე დეპუტატმა მისი პოლიტიკის გამო მწვავედ გააკრიტიკა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEდღეს შემიძლია განვაცხადო ახალ პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპულ ბაზართან - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ინტერპრესნიუსიბულგარეთი შუა დერეფნის პროექტის შესახებ სამიტს უმასპინძლებს
- BM.GEბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი
ციტატები სტატიიდან
„ახლა ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმებები 80-ზე მეტ ქვეყანასთან. მსოფლიოში ყველაზე მეტთან და ბიზნესი ჩვენგან მეტს ითხოვს. დღეს შემიძლია გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ. ჩვენი მიზანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირება 2030 წლისთვის. ყველა საკითხში ევროპის ერთიანობა გადამწყვეტია. ყველამ ვიცით იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ახლა ღიად მტრულ სამყაროსთან გვაქვს საქმე. ჩვენს კონტინენტზე მძვინვარებს ომი. ჩვენმა ეკონომიკამ ახლო აღმოსავლეთის ომების გავლენას მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო და უმუშევრობა თითქმის რეკორდულად დაბალ დონეზეა, თუმცა ენერგიის მაღალი ფასებისა და სესხების ხარჯების ზეწოლა მტკივნეულია,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…