ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება. მან ასევე ისაუბრა შუა დერეფნის პროექტზე, სავაჭრო შეთანხმებებსა და Global Gateway-ის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს 12 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მოზიდვასა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებას ევროპულ ბაზართან.

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი
ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტიBM.GE

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამ გარდამტეხ ეპოქაში, ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ ქვეყნის შიგნით ვერ აშენდება. წელს ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გავაფორმეთ ინდოეთთან, მექსიკასთან, ავსტრალიასა და ინდონეზიასთან. ახლა სავაჭრო შეთანხმებები 80-ზე მეტ ქვეყანასთან გვაქვს იმაზე მეტთან, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერს. ბიზნესი კი ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ითხოვს.

დღეს შემიძლია განვაცხადო საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალ პროექტზე. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ. "Global Gateway"-ის მეშვეობით, ჩვენი მიზანია 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვა. ჩვენი ამოცანაა მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და სატვირთო გადაზიდვების ტრანზიტის დროის მკვეთრი შემცირება 2030 წლისთვის.ამ ყოველივეს რეალობად ქცევისთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს ორგანიზებას გავუწევთ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ურსულა ფონ დერ ლაიენი შუა დერეფნისა და გაფართოების შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები