მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას
ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არქი გრანდ ავენიუს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციებსა და ურბანულ განვითარებას.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება“, - განაცხადა პროექტის არქი გრანდ ავენიუს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება ადგილი, სადაც საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ ოპერირებას კი არ იწყებენ, არამედ გრძელვადიან განვითარებასაც გეგმავენ.
"არქი გრანდ ავენიუ სწორედ ასეთი ნდობის მაგალითია. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, რეკრეაციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს, ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს და ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ვაგონთმშენებელი ქარხნის ტერიტორიის თანამედროვე ფუნქციით გაცოცხლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განვითარება შესაძლებელია ქალაქის მემკვიდრეობის პატივისცემითაც“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
"ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო. თითოეული მათგანი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ.
სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება“
„არქი გრანდ ავენიუ სწორედ ასეთი ნდობის მაგალითია. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, რეკრეაციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს, ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს და ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ვაგონთმშენებელი ქარხნის ტერიტორიის თანამედროვე ფუნქციით გაცოცხლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განვითარება შესაძლებელია ქალაქის მემკვიდრეობის პატივისცემითაც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.