ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენ

პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით 27 სექტემბერს თბილისში მსვლელობას გამართავენ. პრესკონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, მსვლელობა 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და გმირთა მემორიალთან დასრულდება. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, ქვეყანას კი კრემლის მოკავშირე რეჟიმი მართავს.

პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენ
პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენინტერპრესნიუსი

პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენ.

როგორც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი და საპროტესტო ჯგუფების წარმომადგენლებმა, გმირთა მემორიალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მსვლელობა 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება.

მათი თქმით, საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად, ქვეყანას მართავს კრემლის “მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს”.

“27 სექტემბერი რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ სოხუმის ოკუპაციის დღეა, დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992-1993 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში ერთწლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველების გენოციდი მოგიწყო.

საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად, ქვეყანას მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვერიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტაციას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.

ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის. მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე, ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად ჩვენ მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების პატივის მისაგებად,” - განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.