პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„აფხაზეთი საქართველოა“ — სოხუმის დაცემის დღეს მსვლელობა გაიმართება

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, თბილისში სლოგანით „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!“ მსვლელობა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „აფხაზთა კრებამ“ განაცხადა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და საპროტესტო ჯგუფი უერთდება.

„აფხაზეთი საქართველოა“ — სოხუმის დაცემის დღეს მსვლელობა გაიმართება
ნეტგაზეთი

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობის შესახებ დღეს გმირთა მემორიალთან „აფხაზთა კრებამ“ განაცხადა. მსვლელობას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები: „ახალი“, „დროა“, „გირჩი — მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“, „ჯერ საქართველო“, „ფედერალისტები“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, ასევე, საპროტესტო ჯგუფები: „კულტურა დემოკრატიისთვის“, „დამკვირვებლები“, „მთა თავისუფლებისთვის“, „დაიცავი განათლება — სსუ“, „300 ქალი“, „თავისუფალი აუდიტორია“, „ერთი ხალხი — ერთი საქართველო” და „საფიხვნო”.

მსვლელობა სლოგანით „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!” 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალის მიმართულებით გაიმართება.

„27 სექტემბერი შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1-წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო. საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს. ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის. მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე, ვასალი რეჟიმის გამოყენებით, რუსეთშ თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორებისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა არ მივცეთ“, — ნათქვამია „აფხაზთა კრების“ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობას გამართავენ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები